logo
ENG



ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ [ვიდეო]

11 აგვ 202421:05
3 წუთის საკითხავი
 

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ. 

მელია პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას უცნობი პირი მიუახლოვდა და დაარტყა.   

მელიაზე თავდასხმას კოალიაცია ერთიანობის ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ქართული ოცნება მით უფრო მეტად აჩენს რუსულ სახეს. 

"ქართული ოცნება აგრძელებს ძალადობრივ კამპანიას , რომლის მიზანი არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის, არამედ ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის დაშინებაა! რაც უფრო ვუახლოვდებით 26 ოქტომებრს, რუსული ოცნება მით უფრო მეტად აჩენს რუსულ სახეს !

ზუსტად ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ჩანაფიქრი, ქართველები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს! მინდა იცოდეს ოლიგარქმა,რომ რუსული მეთოდები საქართველოში არ მუშაობს! ერთიანობით გავიმარჯვებთ", - წერს ჯაფარიძე. 

დღეს კოალიციამ რეგიონული ოფისები ხონში, ვანსა და სამტრედიაში გახსნა.

 

close დახურვა